07 ოქტომბერი 2024,   06:14
ვრცლად
აშშ-ის ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელი დონალდ ტრამპის ბრალდებებს უარყოფს

შეერთებული შტატების ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ხელმძღვანელი დონალდ ტრამპის ბრალდებებს უარყოფს. პრეზიდენტმა გასულ კვირას განაცხადა, რომ ბარაკ ობამამ უწყებას საარჩევნო კამპანიის დროს მისი სატალეფონო საუბრების მოსმენა დაავალა.

ჯეიმს კომიმ იუსტიციის დეპარტამენტსაც მიმართა და სთხოვა საჯაროდ უარყოს პრეზიდენტის ბრალდება.

ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა დაზვერვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელიც. ჯეიმს კლეპერის თქმით, ფარული მოსმენები არც ტრამპის და არც მისი კამპანიის წევრებზე არ ხორციელდებოდა.

დღის ამბები