07 ოქტომბერი 2024,   06:14
ვრცლად
თურქეთის პრეზიდენტმა გერმანიის ხელისუფლება ნაცისტებს შეადარა

თურქეთის პრეზიდენტმა გერმანიის ხელისუფლება ნაცისტებს შეადარა. რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა სტამბოლში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ მერკელის მთავრობა დღეს ისე იქცევა, როგორც თავის დროზე ნაცისტები იქცეოდნენ.

მისი მწვავე კრიტიკის საბაბი ის გახდა, რომ გერმანიის ხელისუფლებამ უსაფრთხოების მიზნით რამდენიმე შეხვედრა გააუქმა, რომელიც თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლებსა და გერმანიაში მცხოვრებ თურქებს შორის უნდა გამართულიყო.

გერმანია ხშირად აკრიტიკებს თურქეთს მასობრივი დაპატიმრებების გამო. ორ ქვეყანას შორის კი, ურთიერთობა გერმანელი ჟურნალისტის დაკავების შემდეგ უფრო გამწვავდა. მას ანკარა ჯაშუშობაში ადანაშაულებს. 

დღის ამბები