07 ოქტომბერი 2024,   06:13
ვრცლად
კალიფორნიაში შოუბიზნესის ვარსკვლავები დააჯილდოეს

კალიფორნიაში შოუბიზნესის ვარსკვლავები დააჯილდოეს. წლის საუკეთესო მომღერლები და სიმღერები ცნობილმა ამერიკულმა რადიომ აი ჰართ მიუზიქმა გამოავლინა. მთავარი ჯილდო ჯასტინ ტიმბერლეიკს ერგო, რომელმაც წლის საუკეთესო სიმღერების კატეგორიაში გაიმარჯვა.

ქალებს შორის საუკეთესო მომღერლად ბრიტანელი ადელი დასახელდა, მამაკაცებს შორის ამავე ნომინაციაში კი ფავორიტი ჯასტინ ბიბერი გახდა.

საუკეთესო ტურნესთვის ჯილდო ქოლდ ფლეის გადასცეს, რომლის სოლისტმაც სცენაზე კიდევ ერთ გამარჯვებულ ჯგუფთან ჩეინს-მოუქერთან ერთად იმღერა. წლის საუკეთესო ინოვატორად ბრუნო მარსი აღიარეს.

 

დღის ამბები