07 ოქტომბერი 2024,   06:25
ვრცლად
უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ-გაეროს საერთშორისო სასამართლოში საჯარო განხილვები დაიწყო

გაეროს საერთშორისო სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის მიერ შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით საჯარო მოსმენები დაიწყო.

მომდევნო 4 დღე მხარეთა არგუმენტაციის წარდგენას დაეთმობა, რის შემდეგაც სასამართლომ დაჩქარებული წესით უნდა გადაწყვიტოს რუსეთის წინააღმდეგ დროებითი ზომის დაწესების საკითხი.

კიევი სასამართლოსგან მოითხოვს აიძულოს მოსკოვს შეწყვიტოს საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა, შეიარაღებული ფორმირებების მხარდაჭერა და მათი იარაღით მომარაგება.

საქმის არსებით განხილვას 16 მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია უახლოეს თვეებში დაიწყებს.

დღის ამბები