07 ოქტომბერი 2024,   06:23
ვრცლად
დონალდ ტრამპმა საემიგრაციო ბრძანების რედაქტირებულ ვერსიას ხელი მოაწერა

დონალდ ტრამპმა საემიგრაციო ბრძანების რედაქტირებულ ვერსიას ხელი მოაწერა. ამის შესახებ ბრიფინგზე სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა განაცხადა.

7 მუსულმანური ქვეყნის ჩამონათვალიდან, რომელსაც შეზღუდვები უნდა შეეხოს, ამოღებულია ერაყი.

ბრძანება ძალაში 16 მარტს შევა და ექვსი მუსლიმური ქვეყნის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა 90 დღით შეჩერდება. 120 დღით შეწყდა ლტოლვილთა მიღების პროგრამაც.  

„პრეზიდენტის მოვალეობაა ჩვენი ხალხის დაცვა, რასაც ამ ბრძანების ხელმოწერით აღასრულებს. მივმართავთ ამერიკის მოკავშირეებსა და პარტნიორებს მთელ მსოფლიოში, გთხოვთ გაგებით მოეკიდოთ, ეს არის ჩვენი ძალისხმევის ნაწილი, რათა აღმოვფხვრათ ის ხარვეზები, რომლებიც შესაძლოა რადიკალმა ისლამისტებმა თავისი დესტრუქციული მიზნებისთვის გამოიყენონ,“-განაცხადა ტილერსონმა.

დღის ამბები