07 ოქტომბერი 2024,   06:21
ვრცლად
საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია

საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ნიკოს კოძიასი საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერს და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება. ნიკოს კოძიასი უკვე შეხვდა ქართველ კოლეგას. 

საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ თავისი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირა.

„ჩვენ ყოველთვის ხელგაშლილები ვიქნებით იმისთვის, რომ საქართველო ევროკავშირის ოჯახის წევრი გახდეს. მზად ვართ, თქვენს ქვეყანას ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ, ასევე მზად ვართ, თქვენგანაც ვისწავლოთ. ღრმად მწამს, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ევროპას ეკუთვნის. ხუმრობით შეხვედრისას აღვნიშნე, რომ როდესაც კავკასიიდან ცეცხლი მოვიპარეთ, მაშინ არც ვიზა დაგვჭირვებია და არც სასაზღვრო კონტროლი გაგვივლია. მე მომხრე ვარ ჩვენს ქვეყნებს შორის ღია ურთიერთობების,“ - განაცხადა ნიკოს კოძიასიმ. 

დღის ამბები