07 ოქტომბერი 2024,   06:22
ვრცლად
შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი ამერიკელ სენატორებს შეხვდა

შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე ამერიკელ სენატორებს შეხვდა. შეხვედრაზე ქართველმა დიპლომატმა სენატორებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ რთულ ვითარებაზე მიაწოდა ინფორმაცია.

ბაქრაძემ ყურადღება გაამახვილა ასევე ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებებზე.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ბოლო წლებში, საქართველოს მთავრობის მიერ სხვადასხვა სფეროში გატარებულ რეფორმებს და არაღიარების პოლიტიკის კუთხით შეერთებული შტაბების, როგორც პარტნიორი სახელმწიფოს მხარდაჭერის მნიშვნელობას.

დღის ამბები