07 ოქტომბერი 2024,   06:14
ვრცლად
სტრასბურგის სასამართლოში ვანო მერაბიშვილის საქმის ზეპირი მოსმენა იწყება

ამ წუთებში სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის საქმის ზეპირი მოსმენა იწყება.

ვანო მერაბიშვილის ადვოკატის განმარტებით, სასამართლომ უნდა დაადგინოს დაირღვა თუ არა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია.

საქმე ეხება მერაბიშვილის ციხიდან შესაძლო გაყვანის ფაქტს. საქმეზე 17 მოსამართლისგან შემდგარი დიდი პალატა იმსჯელებს. საქმის განხილვა დღესვე დასრულდება, თუმცა როდის გამოიტანს დიდი პალატა გადაწყვეტილებას უცნობია.

„ჩვენ გვყავს მოქმედი პოლიტპატიმრები, ჩვენ გვყავს პოლიტიკური დევნილები საზღვარგარეთ. ეს არის ჩვენი ქვეყნის სირცხვილი რა თქმა უნდა იმიტომ, რომ პოლიტიკური კონკურენცია უნდა გაიმართოს დებატებით, არჩევნებით და არა პროკურატურით და სასამართლოთი. 8 მოსამართლისგან შემდგარმა სექციამ ერთხმად დაადგინა, რომ ვანო მერაბიშვილის პატიმრობა არ ემსახურებოდა კანონიერ მიზნებს და შეფარული პოლიტიკური დღის წესრიგი ამოძრავებდა საქართველოს ხელისუფლებას.  დიდი პალატა იმსჯელებს ვანო მერაბიშვილის საქმეზე და დაადგენს რეალურად მერაბიშვილის საქმეზე დაირღვა ევროპის კონვენცია თუ არა,“-განაცხადა ოთარ კახიძემ.

ევროპულ სასამართლოში იმყოფება საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე. მას კომენტარი საქმესთან დაკავშირებით არ გაუკეთებია.

დღის ამბები