07 ოქტომბერი 2024,   06:18
ვრცლად
ქაბულში ტერორისტები სამხედრო ჰოსპიტალში შეიჭრნენ, ცეცხლი გახსნეს და ხალხი მძევლად აიყვანეს

ქაბულის ცენტრში ამ წუთებში ანტიტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობს. ტერორისტებმა სამხედრო ჰოსპიტალის შესასვლელთან აფეთქება მოაწყვეს, რის შემდეგაც შენობაში შეიჭრნენ, ცეცხლი გახსნეს და საავადმყოფოში მყოფი ხალხი მძევლად აიყვანეს.

საავადმყოფოს შენობა, რომელიც შეერთებული შტატების საელჩოს მახლობლად მდებარეობს, ამ წუთებში სამხედროების ალყაშია.

ძალოვანები ვარაუდობენ, რომ ჰოსპიტალში შესაძლოა, 5 ან 6 ტერორისტი მოქმედებდეს და შტურმისთვის ემზადებიან. ვრცელდება ინფორმაცია მსხვერპლის შესახებაც, წინასწარი მონაცემებით, დაღუპულია ორი ადამიანი. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ამ დროისთვის არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

დღის ამბები