07 ოქტომბერი 2024,   06:25
ვრცლად
თურქეთი გერმანიის ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებს

თურქეთი გერმანიის ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებს. ჰამბურგში გამართულ მიტინგზე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გერმანიაში მცხოვრებ თანამოქალაქეებს მიმართა და განაცხადა, რომ ოფიციალური ბერლინი სისტემატურად ახორციელებს ზეწოლას თურქეთის მოქალაქეებზე და ხელს უშლის პრეზიდენტ ერდოღანის მხარდამჭერი კამპანიების ჩატარებაში.

თავდაპირველად მევლუთ ჩავუშოღლუ გერმანიაში მცხოვრებ თურქებს გენერალური კონსულის რეზიდენციაში უნდა შეხვედროდა, თუმცა უსაფრთხოების მიზნით გერმანიის ხელისუფლებამ შენობა დახურა.

დღის ამბები