07 ოქტომბერი 2024,   06:19
ვრცლად
ვიკილიქსმა ათასობით დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომელიც ამერიკის დაზვერვის სამმართველოს მხრიდან მოქალაქეებზე თვალთვალის მეთოდებს ამხელს

ვიკილიქსის მორიგი სკანდალური პუბლიკაცია - ინტერნეტპორტალმა ათასობით დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომელიც ამერიკის დაზვერვის სამმართველოს მხრიდან მოქალაქეებზე თვალთვალის მეთოდებს ამხელს.

ავტორების მტკიცებით, დაზვერვის კიბერარსენალი ისეთ კომპიუტერულ ვირუსებს და პროგრამულ უზრუნველყოფას მოიცავს, რომლებიც დაზვერვას საშუალებას აძლევს მოქალაქეებს კომპიუტერების, ანდროიდისა და Apple IOS სისტემის მობილური ტელეფონების და ტელევიზორების დახმარებითაც მოისმინონ. დოკუმენტებში საუბარია სამსუნგის მარკის ე.წ. ჭკვიან ტელევიზორებზე.

ავტორების მტკიცებით ტელევიზორები გამორთულ მდგომარეობაში ხმებს იწერენ და ჩართვის შემდეგ ჩანაწერს დაზვერვის სერვერზე აგზავნიან.

ვიკილიქსის თანახმად, ჯაშუშური პროგრამული უზრუნველყოფა ამერიკელებმა ბრიტანული დაზვერვის დახმარებით შეიმუშავეს.

დღის ამბები