07 ოქტომბერი 2024,   06:15
ვრცლად
ფრანგული მედია ფრანსუა ფიონის წინააღმდეგ ახალი კომპრომატის შესახებ წერს

ფრანგული მედია ფრანსუა ფიონის წინააღმდეგ ახალი კომპრომატის შესახებ წერს.

Le Figaro-ს ინფორმაციით, პრეზიდენტობის კანდიდატს დაურეგისტრირებელი კრედიტი აქვს. ჟურნალისტების ცნობით, 2013 წელს ფრანსუა ფიონმა ერთ-ერთი ბიზნესმენისგან 50 ათასი ევროს ოდენობით უპროცენტო ვალი აიღო და ეს თანხმა საგადასახადო დეკლარაციაში არ მიუთითა.

პრეზიდენტობის კანდიდატის ადვოკატი აცხადებს, რომ ფიონმა ეს ვალი წლების წინ დაფარა. სკანდალურ პუბლიკაციაზე თავად პოლიტიკოსს კომენტარი არ გაუკეთებია. ის წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობს.

მორიგი შეხვედრა ამომრჩევლებთან ფიონმა ორლეანში გამართა და განაცხადა, რომ მოგონილი ფინანსური სკანდალის გამო, რომელიც მისი მეუღლის დასაქმებას ეხება, არ დანებდება და ბრძოლას ბოლომდე გააგრძელებს.

დღის ამბები