07 ოქტომბერი 2024,   06:20
ვრცლად
კოსმოსური ხომალდის იმიტაცია პოდიუმზე - პარიზში შანელის მოდის სახლის ახალი კოლექციის ჩვენება გაიმართა

პარიზში შანელის მოდის სახლის ახალი კოლექციის ჩვენება გაიმართა. 2017-2018 წლების შემოდგომა-ზამთრის კოლექცია კარლ ლაგერფილდმა ტრადიციულად პარიზის გრანდ პალასში წარადგინა.

ორიგინალური იდეებით გამორჩეულმა დიზაინერმა ამჯერად პოდიუმზე კოსმოსური ხომალდის იმიტაცია შექმნა. ლაგერფილდის განცხადებით, მისი შთაგონების წყარო კოსმოსური ოდისეა და 60 წლების სტილი გახდა.

შანელის დეფილეს კინოსა და მუსიკის ვარსკვლავები ადევნებდნენ თვალს. ჩვენების დასასრულს კი დიზაინერი პოდიუმზე ნათლულთან ერთად გამოვიდა და გრანდ პალასში კოსმოსური ხომალდის გაშვების ინსცენირება მოაწყო.

დღის ამბები