07 ოქტომბერი 2024,   06:25
ვრცლად
მაკკეინი ტრამპს ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით მტკიცებულებების წარდგენისკენ მოუწოდებს

ჯონ მაკკეინი დონალდ ტრამპს ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით მტკიცებულებების წარდგენისკენ მოუწოდებს.

ამერიკელი სენატორის განცხადებით, თუ პრეზიდენტი ფლობს ინფორმაციას, რომ ობამას ადმინისტრაცია საარჩევნო კამპანიის დროს მის წინააღმდეგ ფარულ მოსმენებს ახორციელებდა, მტკიცებულებები შესაბამის უწყებებს უნდა მიაწოდოს.

დონალდ ტრამპის ბრალდებებს სენატშიც და კონგრესშიც გავლენიან რესპუბლიკელთა ნაწილი არ იზიარებს.

მათი თქმით, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს იმის შესახებ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების წინ ტრამპის სატელეფონო საუბრები ისმინებოდა.

დღის ამბები