07 ოქტომბერი 2024,   06:18
ვრცლად
გიორგი კვირიკაშვილმა რომში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა

გიორგი კვირიკაშვილმა რომში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა. შემაჯამებელ განცხადებაში პრემიერმა საქართველო-იტალიის ურთიერთობებში ახალი ეტაპის დაწყების შესახებ გააკეთა განცხადება.

რომში გიორგი კვირიკაშვილი თავის იტალიელ კოლეგას, მინისტრთა კაბინეტისა და პარლამენტის სენატის ხელმძღვანელებს შეხვდა.

მან საქართველო-იტალიის ბიზნეს ფორუმის წარმომადგენლებსაც მიმართა სიტყვით. მედიასთან საუბრის დროს გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს მოსახლეობას უვიზო მიმოსვლის შესახებ გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ მიულოცა და ამ უფლების გაფრთხილებისკენ მოუწოდა.

„ჩვენ არაერთ შეხვედრაზე გავაკეთეთ დეკლარირება საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი როლით ჩვენს რეგიონში და იტალიური კომპანიების მხრიდან, რამდენიმე ასეული კომპანია იყო და არის საქართველოში ინვესტირების ინტერესით. ვულოცავ ყველას ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა და პასუხისმგებლობა, რომ ჩვენ ღირსეულად ვატაროთ ეს მნიშვნელოვანი უფლება, განსაკუთრებით საწყის პერიოდში,“-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

დღის ამბები