07 ოქტომბერი 2024,   06:15
ვრცლად
აშშ-ს სადაზვერვო სამმართველომ და ფედერალურმა ბიურომ, "ვიკილიქსის" მიერ გამოქვეყნებულ ფაილებზე გამოძიება დაიწყო

ამერიკის ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ და ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ ვიკილიქსის მიერ გამოქვეყნებულ ფაილებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

ათასობით ფაილში სპეცსამსახურების ჰაკერულ საშუალებებზეა საუბარი და დეტალურადაა აღწერილი სმარტფონების, კომპიუტერებისა და ტელე-სისტემების გატეხვის მეთოდები.

ვაშინგტონში აცხადებენ, რომ მომხდარი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ამერიკელ სამხედროებსა და მათ ოპერაციებს, არამედ მტრულად განწყობილ ქვეყნებს ამერიკისთვის ზიანის მიყენებას უადვილებს.

გამოძიება ვარაუდობს, რომ საიდუმლო მასალები სერვერებიდან თანამშრომლებმა ან რუსმა ჰაკერებმა მოიპარეს.

დღის ამბები