07 ოქტომბერი 2024,   06:23
ვრცლად
ჰოლივუდის ვარსკვლავმა სკარლეტ იოჰანსონმა მეუღლესთან განშორება გადაწყვიტა

ჰოლივუდის ვარსკვლავმა სკარლეტ იოჰანსონმა მეუღლესთან განშორება გადაწყვიტა. მსახიობმა ნიუ-იორკის უზენაეს სასამართლოში უკვე შეიტანა განაცხადი და აღნიშნა, რომ მისი ქორწინების გადარჩენის შანსი აღარ არსებობს.

იოჰანსონი 2 წლის ქალიშვილზე სრულ მეურვეობასაც ითხოვს. ამ მოთხოვნას არ ეთანხმება მისი მეუღლე, წარმოშობით ფრანგი ჟურნალისტი რომენ დორიაკი.

მან შვილის ინტერესებიდან გამომდინარე, მეუღლეს განქორწინების შესახებ განაცხადის უკან გატანის თხოვნით მიმართა და მოუწოდა, უთანხმოება მოლაპარაკების გზით გადაწყვიტონ.

სკარლეტ იოჰანსონის განქორწინების შესახებ მედიამ ჯერ კიდევ იანვარში დაწერა, როდესაც მსახიობი დონალდ ტრამპის წინააღმდეგ აქციაზე საქორწინო ბეჭდის გარეშე გამოჩნდა.

დღის ამბები