07 ოქტომბერი 2024,   06:22
ვრცლად
რუსეთში აშშ-ის ელჩი ჯონ ჰანტსმენი იქნება

2012 წელს პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი და იუტას შტატის ყოფილი გუბერნატორი რუსეთში შეერთებული შტატების ახალი ელჩი გახდება. ამერიკული მედიის ცნობით, ჯონ ჰანტსმენი უკვე დათანხმდა დონალდ ტრამპის შეთავაზებას.

გასულ კვირას ის სახელმწიფო მდივანსა და პრეზიდენტის თანაშემწეებსაც შეხვდა. დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის პოსტს 56 წლის ჰანტსმენი მესამედ დაიკავებს.

მანამდე ის შეერთებული შტატების ელჩი იყო სინგაპურსა და ჩინეთში. პეკინში ჰანტსმენი ბარაკ ობამას ადმინისტრაციის დროს მსახურობდა.

დღის ამბები