07 ოქტომბერი 2024,   06:17
ვრცლად
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

მოსკოვში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი. ზიგმარ გაბრიელმა უკვე გამართა მოლაპარაკებები თავის რუს კოლეგასთან. მინისტრებმა უკრაინისა და სირიის საკითხებთან ერთად ევროპის უსაფრთხოების თემაც განიხილეს.

გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის შეფასებით, სამხედრო - პოლიტიკურმა ვითარებამ ევროპაში კრიტიკულ ზღვარს მიაღწია. ზიგმარ გაბრიელის განცხადებით ბალტიის პირეთის ქვეყნებსა და პოლონეთში აშკარად გრძნობენ სამხედრო საფრთხეს და ნატომ აღმოსავლეთ ევროპაში ჰყოფნის გაძლიერებაც ამიტომ გადაწყვიტა.

დღის ამბები