07 ოქტომბერი 2024,   06:14
ვრცლად
ტერეზა მეი საერთაშორისო თანამეგობრობას ბალკანეთის ქვეყნებში რუსეთის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდებს

ტერეზა მეი საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს და ბალკანეთის ქვეყნებში რუსეთის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდებს. დიდი ბრიტანეთის პრემიერმისტრმა განცხადება ევროკავშირის სამიტზე გააკეთა და მოკავშირეებს რუსეთის მიერ მონტენეგროში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობა შეახსენა.

ტერეზა მეის თქმით, ამ ფონზე საერთაშორისო თანამეგობრობამ გაცილებით მეტი ძალისხმევა უნდა გამოიჩინოს, რომ ებრძოლოს რუსულ დეზინფორმაციას.

დიდი ბრიტანეთის პრემიერის განცხადებით, ლიდერებმა მეტი ყურადღება უნდა დაუთმონ ბალკანეთის რეგიონში არასტაბილურ ვითარებას.

დღის ამბები