07 ოქტომბერი 2024,   06:19
ვრცლად
ვითარება დაძაბულია სამხრეთ კორეის დედაქალაქში - აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მიმდინარეობს

ამ წუთებში ვითარება დაძაბულია სამხრეთ კორეის დედაქალაქში. სეულის ცენტრში საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მიმდინარეობს. არის მსხვერპლიც, წინასწარი ინფრომაციით, არეულობის შედეგად ორი ადამიანია დაღუპული, დაშავებულთა რიცხვი კი 20-ს აჭარბებს, მათ შორის არიან ჟურნალისტებიც.

არეულობა სეულში მას შემდეგ დაიწყო, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის იმპიჩმენტი კანონიერად ცნო. პაკ კინ ჰე ქვეყნის პირველი პირის პოსტიდან პარლამენტმა კორუფციული სკანდალის გამო გადააყენა. მის წინააღმდეგ შესაძლოა სისხლის სამართლის საქმე აღიძრას.

გადაწყვეტილებას უკვე ყოფილი პრეზიდენტის ათი ათასობით მხარდამჭერი აპროტესტებს და რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნას ეწინააღმდეგება. კანონის თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნები ქვეყანაში 60 დღის ვადაში უნდა ჩატარდეს.

დღის ამბები