07 ოქტომბერი 2024,   06:15
ვრცლად
ამალ ქლუნი გაეროს უმოქმედობაში ადანაშაულებს

ამალ ქლუნი გაეროს უმოქმედობაში ადანაშაულებს და ისლამური სახელწიფოს მიერ კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულების გამოძიებისკენ მოუწოდებს. ცნობილმა უფლებადამცველმა გაეროში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ISIS-ის ტერორისტები არცერთი რელიგიის წარმოამდგენელს არ ინდობენ - არც ქრისტიანებს და არც მუსლიმებს, იეზიდებს კი ეთნიკური განადგურებით ემუქრებიან.

ამალ ქლუნიმ მხარი დაუჭირა დიდი ბრიტანეთის მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტს, რომელიც ISIS-ის დანაშაულების გამოსავლენად გაეროს სპეციალური საგამოძიებო ჯგუფის შექმნას ითვალისწინებს.

მისი თქმით, გამოძიების დასაწყებად ერაყის ხელისუფლების მხარდაჭერაა საჭირო. ამალ ქლუნი მოუწოდებს ოფიციალურ ბაღდადს გაეროს უშიშროების საბჭოს წერილით მიმართოს და საგამოძიებო ჯგუფის ჩამოყალიბება მოითხოვოს.

დღის ამბები