07 ოქტომბერი 2024,   06:22
ვრცლად
ევროპის ქალაქებში თურქ პოლიტიკოსებს სააგიტაციო მიტინგების ჩატარება აუკრძალეს

ევროპის ქალაქებში თურქ პოლიტიკოსებს სააგიტაციო მიტინგების ჩატარება აუკრძალეს.

თურქეთის ლიდერები ევროპაში მცხოვრებ თურქებს პრეზიდენტისთვის უფლებამოსილების გაზრდის შესახებ 16 აპრილს დაგეგმილი რეფერენდუმის შინაარს აცნობენ, თუმცა გერმანიის, ნიდერლანდების, ავსტრიისა და შვეიცარიის ქალაქებში საინფორმაციო მიტინგების ჩატარებაზე თურქ მინისტრებს ნებართვა არ მისცეს.

პირველი უარი თურქმა პოლიტიკოსებმა სამი გერმანული ქალაქის მუნიციპალიტეტიდან მიიღეს. გადაწყვეტილება, რომელიც რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ნაცისტური გერმანიის მეთოდებს შეადარა, გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლომაც კანონიერად ცნო.

დღის ამბები