07 ოქტომბერი 2024,   06:25
ვრცლად
ოფიციალურმა ანკარამ და მოსკოვმა ურთიერთობის ნორმალიზების პროცესი დაასრულეს

ევროპის ქვეყნებთან უთანხმოების ფონზე, ოფიციალურმა ანკარამ და მოსკოვმა ურთიერთობის ნორმალიზების პროცესი დაასრულეს.

განცხადება ორი ქვეყნის ლიდერებმა მოსკოვში გამართული მოლაპარაკების შემდეგ განაცხადეს.

რეჯეპ ტაიპ ერდოღანისა და ვლადიმერ პუტინის თქმით, თურქეთი და რუსეთი პარტნიორული თანამშრომლობის გზას დაუბრუნდნენ.

კრემლში გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე ლიდერებმა უსაფრთხოებასთან, ეკონომიკურ თანამშრომლობასა და სირიის კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. 

დღის ამბები