07 ოქტომბერი 2024,   06:21
ვრცლად
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველი თურქეთის სასარგებლოდ ლობისტურ საქმიანობას ეწეოდა

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველი, რომელმაც პოსტი რუსეთთან კავშირის გამო დატოვა, თურქეთის სასარგებლოდ ლობისტურ საქმიანობას ეწეოდა.

ინფორმაცია ამის შესახებ გაზეთმა ნიუ-იორკ თაიმსმა გამოაქვეყნა.

გამოცემის ცნობით, მაიკ ფლინი თურქეთის ინტერესებს საკუთარი ხელმძღვანელობისგან ფარულად ლობირებდა. ის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ყოფილი სასულიერო პირის, ფეტულა გიულენის, შესახებ ცნობებს აგროვებდა.

გიულენს თურქეთის ხელისუფლება 2016 წლის ივნისში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში ადანაშაულებს.

ნიუ-იორკ თაიმსის ცნობით, ფლინს შესრულებული სამუშაოსთვის 530 ათასი დოლარი გადაუხადეს. 

დღის ამბები