07 ოქტომბერი 2024,   06:25
ვრცლად
ჩეხეთის პრეზიდენტმა საკუთარ თავს ხუმრობით "კრემლის აგენტი" უწოდა

ჩეხეთის პრეზიდენტმა საკუთარ თავს ხუმრობით "კრემლის აგენტი" უწოდა. განცხადება მილოშ ზემანმა პრესკონფერენციაზე გააკეთა.

როდესაც ქვეყნის პირველ პირს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების შესახებ დაუსვეს შეკითხვა, მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ შეზღუდვების გაუქმების და მოსკოვთან პრაგმატული ურთიერთობების მომხრეა.

"ხომ იცით, რომ მე რუსეთის, ვლადიმერ პუტინის, ასევე ჩრდილო კორეის ლიდერის, შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტის და ისრაელის აგენტი ვარ," - იხუმრა პრეზიდენტმა და განმარტა, რომ სინამდვილეში მხოლოდ ჩეხეთის ინტერესების გამტარებელია. 

დღის ამბები