07 ოქტომბერი 2024,   06:23
ვრცლად
პენტაგონმა საზღვაო ქვეითი ქალების შიშველი ფოტოების გავრცელების საკითხზე გამოძიება დაიწყო

პენტაგონმა საზღვაო ქვეითი ქალების შიშველი ფოტოების გავრცელების საკითხზე გამოძიება დაიწყო. საქმე ეხება სოციალურ ქსელში ქალი სამხედროების ნახევრად შიშველი ფოტოების გავრცელებას.

სკანდალური პუბლიკაცია ფეისბუკის დახურულ ჯგუფში გაკეთდა, რომელსაც 30 ათასი წევრი ჰყავს. მათ შორის არამხოლოდ მოქმედი და გადამდგარი ამერიკელი სამხედროები, არამედ დიდი ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ძალების წარმომადგენლებიც არიან.

კადრებზე ასახული სამხედროები აცხადებენ, რომ ფოტოები მათი თანხმობის გარეშე გავრცელდა და უმეტესად უცენზურო კომენტარები მოჰყვა.

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ამ ფაქტს "დაუშვებელი" უწოდა და პირობა დადო, რომ ყველა პირი, რომელსაც პუბლიკაციასთან კავშირი აქვს, უმკაცრესად დაისჯება.

დღის ამბები