07 ოქტომბერი 2024,   06:13
ვრცლად
რომის პაპის ინიციატივა - კათოლიკურ ეკლესიაში მსახურების უფლება შესაძლოა, დაქორწინებულ მამაკაცებსაც მისცენ

რომის პაპის მორიგი ხმაურინი ინიციატივა. არ არის გამორიცხული, უახლოეს მომავალში სასულიერო პირის წოდების მიღება და კათოლიკურ ეკლესიაში მსახურების უფლება დაქორწინებულ მამაკაცებსაც მისცენ.

ამის შესახებ განცხადება პაპმა ფრანცისკემ ერთერთ გერმანულ გამოცემასთან ინტერვიუში გააკეთა.

პონტიფიკოსის განმარტებით, ეს იდეა იმ მიზეზით წარმოიშვა, რომ ბევრ რაიონებში სასულიერო პირების უკმარისობაა.

პაპის თქმით, საკითხი დეტალურ შესწავლას და კათოლიკური ეკლესიის წესებთან შესაბამისობის დადგენას საჭიროებს. პონტიფიკოსმა ისიც დაამატა, რომ საეკლესიო რეფორმის განხორციელების შემთხვევაშიც კი, უკვე მოქმედ სასულიერო პირებს დაქორწინების უფლება არ მიეცემათ.

დღის ამბები