07 ოქტომბერი 2024,   06:22
ვრცლად
თავდასხმების სერია დამასკოში - 41 ერაყელი მომლოცველი დაიღუპა

თავდასხმების სერია დამასკოში. სასაფლაოსთან, სადაც შიიტური მავზოლეუმები მდებარეობს, ორი ძლიერი აფეთქება მოხდა.

შედეგად 41 ერაყელი მომლოცველი დაიღუპა, დაშავებულთა რაოდენობა კი 120-ს აჭარბებს. მათი უმრავლესობა მძიმე მდგომარეობაშია.

გავრცელებული ცნობით, ავტობუსის გაჩერებასთან, სადაც პილიგრიმები იყვნენ შეკრებილი, ჯერ გზაზე დამონტაჟებული ბომბი ამოქმედდა, შემდეგ კი თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა თავი.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ-ჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

დღის ამბები