07 ოქტომბერი 2024,   06:15
ვრცლად
რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ჰოლანდიას "ბანანების რესპუბლიკას" უწოდებს

თურქეთის პრეზიდენტმა საერთაშორისო ორგანიზაციებს ჰოლანდიის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა, ევროპის სხვა ქვეყნები კი ისლამოფობიაში დაადანაშაულა.

რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ჰოლანდიას "ბანანების რესპუბლიკა" უწოდა და განაცხადა, რომ ქვეყანა პასუხს აგებს იმის გამო, რომ ქვეყანაში 2 თურქი მინისტი სააგიტაციო შეხვედრების ჩასატარებლად არ შეუშვა.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი ჰოლანდიას "ფაშიზმის დედაქალაქი" უწოდა.  

ოფიციალური ანკარის განცხადებები უკვე დაგმეს ევროპის ქვეყნების ლიდერებმა.

შეფასებები მიუღებელია დანიის პრემიერ მინისტრისთვის. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი კი იმედოვნებს, რომ ოფიციალური ანკარა "გონს მოეგება".

დღის ამბები