07 ოქტომბერი 2024,   06:14
ვრცლად
ჰაიტიზე დიდი სიჩქარით მიმავალი ავტობუსი ქუჩის მუსიკოსების ჯგუფს შეეჯახა

სულ მცირე 38 ადამიანი დაღუპა ინციდენტის შედეგად ჰაიტიზე. დიდი სიჩქარით მიმავალი ავტობუსი ქუჩის მუსიკოსების ჯგუფს შეეჯახა.

შემთხვევა ქალაქ გონა-ივში მუსიკალური ფესტივალის მიმდინარეობისას მოხდა.

სამართალდამცველების ინფორმაციით, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ავტობუსის შეჩერება და მძღოლის დაკავება თავად სცადეს, თუმცა ეჭვმიტანილი მიიმალა.

მას პოლიცია ეძებს. ამ დროისთვის უცნობია მომხდარის მოტივი.

დღის ამბები