07 ოქტომბერი 2024,   06:17
ვრცლად
უამინდობა შეერთებულ შტატებში - კაროლინაში თოვლის საფარმა რამდენიმე სანტიმეტრს მიაღწია

უამინდობა შეერთებულ შტატებში. კაროლინაში თოვლის საფარმა რამდენიმე სანტიმეტრს მიაღწია. ჩრდილოეთ კაროლინაში ეს ბოლო 3 წლის განმავლობაში პირველი თოვლია.

უამინდობამ გზებზე მოძრაობის შეფერხება და ავტოავარიები გამოიწვია.

ქარბუქისა და დიდთოვლობისთვის ნიუ-იორკსა და ბოსტონშიც ემზადებიან.

შეერთებული შტატების დასავლეთ ნაწილში კი უჩვეულოდ თბილი ამინდია. არიზონაში, კოლორადოსა და ნიუ მექსიკოში 32 გრადუსი სითბოა. 

დღის ამბები