07 ოქტომბერი 2024,   06:24
ვრცლად
გერმანელმა სამართალდამცველებმა ტერორიზმში ეჭვმიტანილი ორი ადამიანი დააკავეს

გერმანელმა სამართალდამცველებმა ტერორიზმში ეჭვმიტანილი ორი ადამიანი დააკავეს. სპეცოპერაცია ქალაქ ოფენბურგში ჩატარდა.

გამოძიების ვერსიით, არსებობდა ქალაქის ერთერთ ღამის კლუბზე თავდასხმის მოწყობის საფრთხე.

რეიდის დროს სამართალდამცველებმა იარაღი ვერ აღმოაჩინეს. ერთ-ერთი ეჭვმიტანილი მათ რამდენიმე საათში გაათავისუფლეს, მეორე 20 წლის მამაკაცს კი ამ დრომდე კითხავენ.

მომხდარის შემდეგ ოფენბურგის ცენტრსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში უსაფრთხოება გააძლიერეს. 

დღის ამბები