07 ოქტომბერი 2024,   06:15
ვრცლად
მუქარის ახალი გზავნილები აშშ-ში არსებულ ებრაულ ცენტრებს

ამერიკელი სამართალდამცველები ებრაელების წინააღმდეგ დაგეგმილ შესაძლო თავდასხმებს იძიებენ.

გავრცელებული ცნობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ებრაულმა ცენტრებმა და სინაგოგებმა მუქარის ახალი გზავნილები მიიღეს.

გამოძიების ფედერალური ბიურო სულ 128 შემთხვევას სწავლობს. შეტყობინების მიღების შემდეგ სამართალდამცველებმა რამდენიმე ცენტრი შეამოწმეს, თუმცა სახიფათო ვერაფერი აღმოაჩინეს.

დღის ამბები