07 ოქტომბერი 2024,   06:20
ვრცლად
ბორის ჯონსონი მიიჩნევს, რომ რუსეთი ყველა ბინძურ ხრიკზე წამსვლელია

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ რუსეთი ყველა ბინძურ ხრიკზე წამსვლელია.

ამის შესახებ ბორის ჯონსონმა ბრიტანული ტელეარხის ეთერში ისაუბრა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მიერ ბრიტანული პოლიტიკისთვის ძირის გამოთხრის მტკიცებულება არ არსებობს, მოსკოვის ამის გაკეთება შეუძლია.

ბორის ჯონსონმა განცხადება სანდი თაიმსში გამოქვეყნებული ინფორმაციის შემდეგ გააკეთა. გაზეთის ცნობით, ბრიტანეთის სპეცსამსახურებმა პოლიტიკურ პარტიებს რუსეთის ჰაკერული თავდასხმებისგან დაცვის მიზნით დახმარება შესთავაზეს. 

დღის ამბები