07 ოქტომბერი 2024,   06:13
ვრცლად
როკ კონცერტი არგენტინის ქალაქ ოლავარიაში ტრაგედიით დასრულდა

ტრაგედიით დასრულდა როკ კონცერტი არგენტინის ქალაქ ოლავარიაში. უბედური შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც შოუს დასასრულს ხალხმა სცენასთან მიახლოება სცადა, რასაც წინა რიგებში ჭყლეტა მოჰყვა.

შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, 10-ზე მეტი კი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ორგანიზატორების ცნობით, კონცერტს 300 ათასამდე ადამიანი ესწრებოდა.

დღის ამბები