07 ოქტომბერი 2024,   06:15
ვრცლად
2016 წელს სირიაში რეკორდული რაოდენობის ბავშვი დაიღუპა

2016 წელს სირიაში რეკორდული რაოდენობის ბავშვი დაიღუპა. გაერო-ს ბავშვთა ორგანიზაციის ცნობით, გასულ წელს სირიაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებს 652 მცირეწლოვანი ემსხვერპლა, რაც 2015 წლის მონაცემებთან შედარებით 20%-ით მეტია.

UNICEF-ში განმარტავენ, რომ სია ოფიციალურად დადასტურებულ შემთხვევებს მოიცავს და არ არის გამორიცხული, გარდაცვლილ ბავშთა რაოდენობა რეალურად უფრო მეტი იყოს.

ორგანიზაციის მონაცემებითვე, 2016 წელს სამოქალაქო ომში 850-ზე მეტი არასრულწლოვანიც ჩაითრიეს.

დღის ამბები