07 ოქტომბერი 2024,   06:16
ვრცლად
სირიის სამთავრობო ძალებმა მოსულში ISIS-ის მებრძოლები ალყაში მოაქციეს

სირიის სამთავრობო ძალებმა მოსულში  ისლამური სახელმწიფოს  მებრძოლები ალყაში მოაქციეს. გავრცელებული ცნობით, არმიამ რადიკალ ისლამისტებს ქალაქიდან გასასვლელი ბოლო გზაც ჩაუკეტა.

საერთაშორისო კოალიციის ვარაუდით, ამ დრომდე მოსულში 2 ათას 500 მებრძოლი რჩება.

ისლამური სახელმწიფო ქალაქს 2014 წლიდან აკონტროლებდა, მისი გათავისუფლების ოპერაცია კი რამდენიმე თვის წინ დაიწყო.

სამთავრობო ძალებმა მოსულის აღმოსავლეთ ნაწილზე კონტროლი მთლიანად აღადგინეს. დასავლეთ რაიონებში კი სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტები, მათ შორის ადგილობრივი ადმინისტრაციის შენობა და მუზეუმი დაიკავეს.

დღის ამბები