07 ოქტომბერი 2024,   06:18
ვრცლად
დიდი ბრიტანეთის ლორდთა პალატამ ბრექსითის სამოქმედო გეგმას მხარი დაუჭირა

დიდი ბრიტანეთის ლორდთა პალატამ ბრექსითის სამოქმედო გეგმას მხარი დაუჭირა. კანონპროექტი დედოფლის თანხმობის შემდეგ ძალაში, სავარაუდოდ, დღეიდან შევა. ამის შემდეგ კი პრემიერი ტერეზა მეი ევროკავშირთან გასვლის თაობაზე მოლაპარაკაბებეს დაიწყებს.

ლორდთა პალატის თანხმობა შოტლანდიის პირველი მინისტრის ნიკოლა სტარჯონის განცხადებას დაემთხვა, რომელმაც 2018 წელს ახალი რეფერენდუმი დააანონსა.

მისი თქმით, შოტლანდიელებს უნდა მიეცეთ არჩევანი, მტკივნეულ ბრექსითსა და დამოუკიდებლობას შორის.

დღის ამბები