07 ოქტომბერი 2024,   06:25
ვრცლად
ბრექსიტი გაერთიანებულ სამეფოს შესაძლოა დაშლით დაემუქროს

ბრექსიტი გაერთიანებულ სამეფოს შესაძლოა დაშლით დაემუქროს. შოტლანდიასა და ირლანდიაში დიდი ბრიტანეთიდან გასვლის შესახებ რეფერენდუმების ჩატარებაზე მსჯელობენ. ჩრდილო-ირალნდიის პოლიტიკური ელიტა ერთიანი ირლანდიის შექმნის შესახებ რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით გამოდის.

მმართველი პარტიის ლიდერი მიუთითებს დუბლინს, რომ ირლანდიელების 56 პროცენტს ევროკავშირში დარჩენა სურს. ამ ნების შესრულების ერთადერთი გზა კი დიდი ბრიტანეთის შემადგენლობიდან გასვლა ჩრდილო ირლანდიასთან გაერთიანებაა.

გაერთიანებული სამეფოდან გასვლაზე რეფერენდუმის ჩატარებისთვის უკვე ემზადება შოტლანდია და დაჩქარებული წესით ევროკავშირში გაწევრიანებას ითხოვს. ამ თემაზე მოლაპარაკებას შოტლანდიელი პოლიტიკოსები უკვე მართავენ ბრიუსელში.

დღის ამბები