07 ოქტომბერი 2024,   06:18
ვრცლად
დონალდ ტრამპი წლიურ ხელფასს ქველმოქმედებაზე გადარიცხავს

დონალდ ტრამპი წლიურ ხელფასს ქველმოქმედებაზე გადარიცხავს. პრეზიდენტის ხელფასი წელიწადში 400 ათასი დოლარია. ტრამპის ადმინისტრაციის სპიკერის განცხადებით, ამგვარად პრეზიდენტი წინასაარჩევნო დაპირებას ასრულებს და საქველმოქმედო ორგანიზაციის შერჩევაში დახმარებას თეთრ სახლში აკრედიტებულ ჟურნალისტებს თხოვს.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ხარჯების შემცირების გადაწყვეტილებაც მიიღო. საკუთარი კაბინეტის წევრებთან გამართული პირველი სხდომის შემდეგ, დონალდ ტრამმა "აღმასრულებელი ხელისუფლების რეორგანიზაციის შესახებ" განკარგულებას მოაწერა ხელი.

კომპლექსური გეგმა სხვადასხვა უწყებების რეორგანიზაცია, კონსოლიდაცია და ლიკვიდაციასთან ერთად, დაფინანსების შემცირებასაც ითვალისწინებს.

დღის ამბები