07 ოქტომბერი 2024,   06:19
ვრცლად
შეერთებული შტატების დასავლეთ სანაპირო ძლიერი შტორმისთვის ემზადება

შეერთებული შტატების დასავლეთ სანაპირო ძლიერი შტორმისთვის ემზადება. სტიქია 4 შტატს - პენსილვანიას, ნიუ ჯერსის, ნიუ იორკსა და კონეკტიკუტს ემუქრება, რის გამოც ავიაკომანიებმა რეისები გააუქმეს.

ვაშინგტონში თოვა და ქარი გვიან ღამით დაიწყო. ნიუ იორკის მთავრობამ კი მიახლოებული სტიქიის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, დაიხურა სკოლები და სახელმწიფო დაწესებულებები, მუშაობას დროებით შეწყვეტს გაეროს შტაბბინაც.

მეტეოროლოგების პროგნოზით, მეგაპოლისში რეკორდული თოვლია მოსალოდნელი, ქარის სიჩქარე კი საათში 100 კილომეტს მიაღწევს.

სინოპტიკოსებმა გაფრთხილება მიახლოებული შტორმის შესახებ 50 მილიონამდე ადამიანს გადაუგზავნეს და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდეს.

დღის ამბები