07 ოქტომბერი 2024,   06:19
ვრცლად
ხმელთაშუა ზღვაში ნატოს ძალების მასშტაბური წვრთნები დაიწყო

ხმელთაშუა ზღვაში ნატოს ძალების მასშტაბური წვრთნები დაიწყო. სიცილიის სანაპიროებთან მანევრებში მონაწილეობისთვის ალიანსის წევრი 10 ქვეყნის - წყალქვეშა ნავები, საბრძოლო ხომალდები და საჰაერო ძალებია დისლოცირებული.

საზღვაო და საჰაერო ძალების ერთობლივი სწავლება ნატოს თავდაცვისა და შეკავების სტრატეგიის ნაწილია, რომელიც ალიანსმა რუსეთის აგრესიული პოლიტიკისა და ისლამური სახელმწიფოს მხრიდან გაზრდილი ტერორისტული საფრთხის ფონზე შეიმუშავა.

წვრთნები ხმელთაშუა ზღვაში და სიცილიის საჰაერო ბაზაზე რამდენიმე დღეს გაგრძელდება.

დღის ამბები