07 ოქტომბერი 2024,   06:18
ვრცლად
აშშ-ის დაზვერვის სამსახური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ახალ სტრატეგიაზე გადადის

შეერთებული შტატების დაზვერვის სამსახური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ახალ სტრატეგიაზე გადადის. დონალდ ტრამპმა უწყებას ტერორისტების ლიკვიდაციისთვის უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენების უფლება მიანიჭა.

ინფორმაციას The Wall Street Journal თეთრ სახლზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემა აღნიშნავს, რომ ტრამპის გადაწყვეტილება კატეგორიულად ეწინააღმდეგება ბარაკ ობამას ადმინისტრაციის პოლიტიკას და შესაძლოა, დიდი კონფლიქტი გამოიწვიოს დაზვერვის სამსახურსა და პენტაგონს შორის.

ჟურნალისტების ცნობით, დაზვერვამ უკვე ისარგებლა ტრამპის ამ გადაწყვეტილებით, როდესაც თებერვალში სირიაში ალ ქაიდას ლიდერის ლიკვიდაციის ოპერაცია ჩაატარა.

დღის ამბები