07 ოქტომბერი 2024,   06:17
ვრცლად
გერმანიაში მასშტაბური ანტიტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობს

მასშტაბური ანტიტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობს გერმანიაში. მას შემდეგ, რაც ქალაქ ჰილდეს-ჰაიმში ერთერთი ისლამური ასოციაციის მუშაობა აიკრძალა, ძალოვანებმა ორგანიზაციის ობიექტებში და მეჩეთში მასშტაბური რეიდების ჩატარება დაიწყეს.

სპეცსამსახურები ისლამური ასოციაციის ISIS-თან შესაძლო კავშირს სწავლობენ. გამოძიების ინფორმაციით, სწორედ ამ ასოციაციის წევრი იყო ანის ამრი - ტერორისტი, რომელმაც დეკემბერში ბერლინის საშობაო ბაზრობაზე მოაწყო თავდასხმა.

დაზვერვამ მოიპოვა ინფორმაცია, რომ ასოციაციის 22 წევრი გერმანიიდან სირიასა და ერაყში გაემგზავრა და ისლამური სახელმწიფოს რიგებს შეუერთდა.

დღის ამბები