07 ოქტომბერი 2024,   06:20
ვრცლად
ტერაქტის განგაში ახალ ზელანდიაში - ველინგტონის პოლიციაში მამაკაცი შეიჭრა

ტერაქტის განგაში ახალ ზელანდიაში - ველინგტონის პოლიციის შენობაში მამაკაცი შეიჭრა და აფეთქებით დაიმუქრა. ჟურნალისტების ინფორმაციით, ეჭვმიტანილი აცხადებდა, რომ ჩანთაში მას ასაფეთქებელი მოწყობილობა ჰქონდა. მამაკაცი ძალოვანებმა მალევე დააკავეს.

სამართალდამცველებმა პოლიციის განყოფილების და ახლომდებარე შენობების ევაკუაცია მოახდინეს. ეჭვმიტანილის ჩანთა ადგილზე გამნაღმველებმა გაანადგურეს, თუმცა მასში ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიებაა დაწყებული.

დღის ამბები