07 ოქტომბერი 2024,   06:13
ვრცლად
სტრადივარიუსის უნიკალური ვიოლინო სცენაზე ბრუნდება

სტრადივარიუსის უნიკალური ვიოლინო სცენაზე ბრუნდება. საუბარია მუსიკალურ ინსტრუმენტზე, რომელიც 35 წლის განმავლობაში დაკარგულად მიიჩნეოდა. 1734 წელს დამზადებული და რამდენიმე მილიონად შეფასებული ვიოლინო მუსიკოს რომან ტოტენბერგს ეკუთვნოდა.

როგორც გაირკვა ტოტენბერგს უნიკალური ვიოლინო 35 წლის წინ მისივე კოლეგამ - ფილიპ ჯონსონმა მოპარა. გარდაცვალების შემდეგ მუსიკალური ინსტრუმენტი ჯონსონის ქვრივმა სარდაფში აღმოაჩინა და კანონიერ მფლობელებს - ტოტენბერგის მემკვიდრეებს დაუბრუნა.

სარდაფში დებისაგან ვიოლინო მნიშვნელოვნად იყო დაზიანებული. მას რესტავრაცია უკვე ჩაუტარდა. რომანო ტოტენბერგის შემდეგ პირველად ამ ვიოლინოზე მისივე მოსწავლე, მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსი მირა ვანგი დაუკრავს.

დღის ამბები