07 ოქტომბერი 2024,   06:13
ვრცლად
ისრაელში ფოიერვერკების ქარხნის აფეთქების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა

2 ადამიანი დაიღუპა ისრაელში ფოიერვერკების ქარხნის აფეთქების შედეგად. უბედური შემთხვევა ქალაქ პორატში მოხდა. ქარხნის შენობა მთლიანად განადგურდა.

ხანძრის საშიშროების გამო სამართალდამცველებმა ახლომდებარე სახლებიდან მოსახლეობაც გაიყვანეს. ადგილზე სახანძრო და სასწრაფო დახმარების მანქანები იყო მობილიზებული.

უბედური შემთხვევის შედეგად დაშავდა 5 ადამიანი, აქედან ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა.

დღის ამბები