07 ოქტომბერი 2024,   06:22
ვრცლად
ნიდერლანდები დღეს ქვეყნის პარლამენტს ირჩევს

ნიდერლანდები დღეს ქვეყნის პარლამენტს ირჩევს. საარჩევნო უბნები ქვეყნის მასშტაბით დილის 8 საათზე გაიხსნა. 150 ადგილიან პარლამენტში მანდატების მოპოვებას 28 პოლიტიკური ძალა ცდილობს, თუმცა მთავარი ბრძოლა ორ უმსხვილეს პარტიას შორის მიმდინარეობს.

ესენია მემარჯვენე ლიბერალური სახალხო პარტია თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის, რომელსაც მოქმედი პრემიერი მარ რუტე ხელმძღვანელობს და ულტრამემარჯვენეთა თავისუფლების პარტია.

მისი ლიდერი გერტ ვილდერსი ემიგრაციისა და ისლამის რადიკალური მოწინააღმდეგეა და გამარჯვების შემთხვევაში, ამომრჩევლებს ნიდერლანდების ევროკავშირიდან გასვლას ჰპირდება.

გამოკითხვების თანახმად ორივე პარტიას პარლამენტში მოხვედრის თანაბარი შანსები აქვთ.

დღის ამბები