07 ოქტომბერი 2024,   06:23
ვრცლად
დიპლომატიური სანქციების შემდეგ თურქეთი ნიდერლანდებს ეკონომიკური სანქციებითაც ემუქრება

დიპლომატიური სანქციების შემდეგ თურქეთი ნიდერლანდებს ეკონომიკური სანქციებითაც ემუქრება. განცხადება ქვეყნის ვიცეპრემიერმა გააკეთა.

"დავიწყებთ ეკონომიკური შეზღუდვებით, რასაც შესაძლოა სხვა სანქციებიც მოჰყვეს,“- განაცხადა ნუმან კურტულ-მუშმა და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა გამოსწორდება.

რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ნიდერლანდებთან დიპლომატიური ურთიერთობების შეჩერების გადაწყვეტილებაც მიიღო.

თურქეთის პრეზიდენტმა ხელისუფლება 1995 წელს მომხდარი ბოსნიელი მუსლიმების მასობრივ მკვლელობაში დაადანაშაულა.

ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის მას შემდეგ გამწვავდა, რაც ნიდერლანდებმა თურქი მინისტრი ქვეყანაში არ შეუშვა და პოლიტიკოსებს როტერდამში რეფერენდუმის შესახებ სააგიტაციო კამპანიის ჩატარების საშუალება არ მისცა.

ამავე თემაზე
დღის ამბები